ნინო თანდილაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის რიგით მე-14 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1097 29 იანვარი 2022, 16:51

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის რიგით მე-14 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

უწყების ცნობით, წლევანდელ მინისტერიალზე, მონაწილეებმა თემა „მიწის მდგრადი გამოყენება: სასურსათო უსაფრთხოება იწყება ნიადაგით“ განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრების მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 70-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ათზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, FAO, UNCCD, WTO, მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბერლინის მინისტერიალის ფარგლებში ოთხი პარალელური დისკუსია (BOS) მიმდინარეობდა თემებზე: ნიადაგის ჯანმრთელობა, დეგრადირებული ნიადაგის აღდგენა, მიწაზე წვდომა და საკუთრების უფლებების უზრუნველყოფა.

მაღალი რანგის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს საერთო პოლიტიკური პოზიცია იმ პრიორიტეტულ თემებზე, რომლებიც კონფერენციის თემას: „მიწის მდგრადი გამოყენება: სასურსათო უსაფრთხოება იწყება ნიადაგით“ ეხებოდა.

მინისტერიალი ორგანიზებული იყო გლობალური საზოგადოების „TMG Research ThinkTank for Sustainability“ მიერ, ხოლო თანაორგანიზატორები იყვნენ კენიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრო, ბენინის რესპუბლის დაგეგმვისა და განვითარების სამინისტრო, მალავის რესპუბლიკის სატყეო დეპარტამენტი, ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკისა და სამთო სამინისტრო, მადაგასკარის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა პირველად ხდება ხელმისაწვდომი
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
არქივი