მადლენ ოლბრაიტი - ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
850 29 იანვარი 2022, 20:43

ვულოცავ საქართველოს მთავრობას, „პეის ჯგუფსა“ და აშშ-ის განვითარების კორპორაციას ახალი ნავსადგურის გახსნას, რაც საქართველოსა და შეერთებული შტატების პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელის, მადლენ ოლბრაიტის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნას მიუძღვნა.

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას შესთავაზებს ფოთელებს, საქართველოს და შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს. ნავსადგურის გავლით სამი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვით ყველა მხარე მოგებული დარჩება“, – ნათქვამია მადლენ ოლბრაიტის წერილში.

მისივე თქმით, ახალი ნავსადგურის გახსნა ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვან დროს.

„საერთაშორისო სისტემა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რეგიონში, ახლა ზეწოლას განიცდის. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა როლი ექნება მსოფლიოსთან ურთიერთობებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ქვეყანას ასევე უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობის რეალური შესაძლებლობები. ეს ინსტრუმენტი არის ვაჭრობისა და არჩევანის პოტენციალის რეალიზაციის ნაწილი. ეს ასპექტი მას მნიშვნელოვანს ხდის არა მხოლოდ ვაჭრობისა და კომერციის თვალსაზრისით, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ვცდილობთ, უკეთესი ცხოვრება შევქმნათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნებისთვის“, – ნათქვამია წერილში.

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს ფოთში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში. ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა.

პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს. ნავმისადგომზე თანამედროვე საპორტო მანქანა-დანადგარები: კონვეიერული სისტემა და ჩამოტვირთველი მანქანა (shiploader) განლაგდება. ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს   მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს.

პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა
I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა - "ყაზტრანსოილი"
ისტორიაში პირველად - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
არქივი