საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის – ITB Berlin მასპინძელი ქვეყანა გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1293 17 თებერვალი 2020, 13:50
საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის – ITB Berlin მასპინძელი ქვეყანა გახდა, რაც ძალიან დიდი მოვლენაა, როგორც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრეზენტაცია 2022 წელს ბერლინში დაგეგმილ გამოფენა-ბაზრობას – ITB Berlin მიეძღვნა, რომლის მასპინძელ ქვეყნად საქართველო ცოტა ხნის წინ კონკურსის შედეგად დასახელდა. პრეზენტაცია სპეციალურად ტურიზმის სექტორისთვის გაიმართა.

„მასპინძლის სტატუსის მოპოვება პირველ რიგში, იმის აღიარებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო, მიმზიდველი, ახალი და იმავდროულად ძალიან ძველი ტრადიციებით დახუნძლული ტურისტული ბაზარი, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ 9 300 000 ვიზიტორს, ანუ სამჯერ მეტ ვიზიტორს ვემსახურებით, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაა. რა თქმა უნდა, ასევე თქვენი ძალისხმევის აღიარებაა, რადგან ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, კერძო კომპანიები, პასუხობთ ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს და რაც მთავარია, ხართ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტები და ყველა ახალი იდეის მიმართ გახსნილები“, – მიმართა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ღონისძიებაზე.

საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გამოფენა-ბაზრობის – ITB Berlin ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გერმანიაში, ბერლინში წარდგება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი