გიორგი ცუცქირიძე: უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რაც ბიზნესის თავისუფლების მხარდაჭერასა და წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზეა ორიენტირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1328 19 თებერვალი 2020, 12:25
უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რაც ბიზნესის თავისუფლების მხარდაჭერასა და წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზეა ორიენტირებული-განცხადება ამის თაობაზე ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა.

„დღეს საქსტატმა დასაქმება და უმუშევრობის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მართალია, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება, მაგრამ მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებაც ადასტურებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია EuCham-ის „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ მორიგი კვლევის „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზეა, და რეგიონში სულაც საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ეს ტენდენცია თავსებადია უმუშევრობის ბოლო 2019 წლის მეოთხე კვარტალის შედეგებთანაც,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელმაც საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა კომენტარი.
სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა, რაც არის თუ ბოლო ათწლეულში, არამედ ბოლო ოც წელიწადშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ციფრობრივად, 2019 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 24.7 ათასით და 221.0 ათასი შეადგინა.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, როდესაც უმუშევრობის სტრუქტურას ვეხებით, ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს დასაქმების სტრუქტურაში 2018 წლიდან მოყოლებული დაქირავებული პირების ზრდის მეტად დადებითი ტენდენცია, 2019 წელს დაქირავებით დასაქმებულები აჭარბებდნენ თვითდასაქმებულთა რაოდენობას. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 849.3 ათასი, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობამ 840.4 ათასი შეადგინა.
„უმუშევრობის დონის შემცირება პირველ რიგში არის შედეგი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა, რაც ბიზნესის თავისუფლების მხარდაჭერაზე და წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზეა ორიენტირებული. სახელმწიფო პროგრამების "აწარმოე საქართველოში" ბოლო ანგარიშიც აჩვენებს, რომ სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილია და გაფართოებულია 495 საწარმო და სასტუმრო პროექტი, რომლებიც შექმნის 17 ათასზე მეტი სამუშაო ადგილს, ხოლო 2018 წელთან შედარებით , საწარმო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 31 % - ით , ხოლო სასტუმრო პროექტები 48 % - ით და ეს ტენდენცია არის მზარდი გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამას დაემატა მიკრო და მცირე ბიზნესის კომპონენტიც, რაც არის დასაქმების წამყვანი კონტრიბუტორი ეკონომიკაში,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი