S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით დააწინაურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1380 12 ოქტომბერი 2019, 14:06

ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, „BB-დან „BB“-მდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით.

 

 სააგენტო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მცდელობა, ხელი შეუწყოს და კიდევ გააუმჯობესოს ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკებისადმი, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის საფუძველი;

აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, წინა 4%-იან შეფასებასთან შედარებით გადახედა და 4.5%-მდე გაზარდა;

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველო შეინარჩუნებს რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდა.;

სარეიტინგო სააგენტო ხაზს უსვამს საქართველოს ინსტიტუციური გარემოს განსაკუთრებულ სიჯანსაღეს, რითაც სააგენტოს აზრით, საქართველო გამოკვეთილი ლიდერია.

მათი შეფასებით, 2018 წელს მთლიანი ინვესტიციების მოცულობა მშპ- 33 პროცენტი, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ- 5,7 პროცენტი, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩვენი სარეიტინგო ჯგუფის ქვეყნებს შორის და საშუალოვადიან პერიოდში, ამ კუთხით სააგენტო საქართველოს ლიდერობას უწინასწარმეტყველებს.

სააგენტო, ასევე, ხაზს უსვამს საგარეო დაფინანსებაზე შემცირებულ დამოკიდებულებას. მათი შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან კლებას ექნება ადგილი, გაცვლით კურსზე განსაკუთრებული ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.

დადებითადაა შეფასებული ქვეყნის შიდა დანაზოგების ზრდა, რაც 2010 წლიდან 2018 წლამდე 11 პროცენტიდან 26 პროცენტამდე გაიზარდა.

2019 წელს ინფლაციის ზრდის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, 2020 წლიდან ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. „S&P“ ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებულ მდგრად საბანკო სისტემაზე, რისი ერთ-ერთი დამადასტურებელია, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად უმოქმედო სესხების დაბალი მაჩვენებელი;

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, სახელმწიფო ვალი მდგრად დონეზე, კონკრეტულად 2022 წლამდე მშპ- 43%-თან ახლოს შენარჩუნდება. სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს ასევე, რომ 2021 წლის შემდეგ სახელმწიფო საგარეო ვალს კლების ტენდენცია ექნება.

დადებითადაა შეფასებული მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა და მიწის რეფორმა. ცალკეა აღნიშნული საგადასახადო სისტემის რეფორმები და განათლების რეფორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი