„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1168 04 სექტემბერი 2019, 11:52
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ახალი პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადა. ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას ერთმანეთთან დააკავშირებს.

„ვიწყებთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას დააკავშირებს. იცით, რომ უკვე დაწყებულია ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა. ეს ახალი კვანძი ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილია, ხოლო მესამე იქნება მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, მარჯვენა-მარცხენა სანაპიროზე გადამსვლელი ხიდი სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება. ამ პროექტზეც მიმდინარეობს მუშაობა. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერს ვაცხადებთ და შემსრულებელ კომპანიას შევარჩევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე განმარტებით, პროექტი მომზადებულია მაღალი სტანდარტით და ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას პასუხობს.ა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი