ლევან ვეფხვაძე: "კანონპროექტი, არ ითვალისწინებს ქვეყნის სპეციფიკას და არ იძლევა ლავირების საშუალებას"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1520 15 ოქტომბერი 2019, 11:43

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი, ეკონომიკის განვითარების დონე.

„ჩვენთვის ამოსავალია რამდენიმე პრინციპი. პირველი პრინციპი არის ის, რომ დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა.  შესაბამისად, ბალანსის დაირღვევისას  შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როდესაც ბიზნესს აქვს პრობლემა და ბიზნესის პრობლემა გარდაისახება ეკონომიკის შეფერხებაში, სამუშაო ადგილების დაკარგვაში და  ა.შ.  მეორე - ბალანსი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ საერთაშორისო გამოცდილებას.  ამ შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულად ჩვენს ინტეგრაციას და ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამასთან,  აქ გასათვალისწინებელია ევროკავშირის დირექტივა, რომლთანაც მიერთების ვალდებულება ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს და დათქმებს. საქმე ისაა, რომ ქვეყნები თავისი ეკონომიკური დონის ან სპეციფიკიდან გამომდინარე ითვალისწინებენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს. სწორედ ამის მიხედვით ითხოვენ  ისინი  ამ გამონაკლისებსა და დათქმებს“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. 

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებულია არ ითვალისწინებს ქვეყნის სპეციფიკას და არ იძლევა ლავირების საშუალებას.

ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ  მთავარია განისაზღვროს სად ვართ, როგორ უნდა განვითარდეთ და ამის მიხედვით მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები.

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის დონე, განვითარების დონე, სპეციფიკა, რომელიც ქვეყანას აქვს და ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი