გიორგი აბაშიშვილი - მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1236 04 სექტემბერი 2019, 15:28

მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, საუბარი, რომ ლარის კურსი მოსახლეობაზე გავლენას არ ახდენს, თავის მოტყუებაა. აბაშიშვილის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი, თუ რამ მიიყვანა ლარის კურსი ამ ნიშნულამდე.

„რა თქმა უნდა, კურსზე მოქმედი ფაქტორებიდან ერთ-ერთი ყოველთვის არის ნეგატიური მოლოდინები, მაგრამ არა ერთადერთი. იქამდე, ვიდრე არ მოხდება ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი, თუ რამ მიიყვანა ლარის კურსი ამ ნიშნულამდე, მანამდე ნებისმიერი მსჯელობა იქნება არაკვალიფიციური. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა, რომ ეს კურსი ზოგადად არსებობს ასეთ ნიშნულზე და მოსახლეობაზე გავლენას არ ახდენს, ეს არის თავის მოტყუება იმიტომ, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის ჯერ კიდევ დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმით არის დამოკიდებული. შესაბამისად, კურსის ცვლილება მათზე ნეგატიურად აისახება.

ვალუტის კურსი არამხოლოდ მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება, თვითონ სახელმწიფოს ნაწილში უნდა შევხედოთ. ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლამ მცირე კვლევა ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ 2019 წლის ივნისს, გასული წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი რამდენიმე მილიარდით გაიზარდა. ცხადია, ეს პირდაპირი ვალდებულების დადგომას არ ნიშნავს ახლა, მაგრამ დამაფიქრებელია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეს თანხა შეიძლება მოაკლდეს ბიზნეს და მოსახლეობას, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით, ლარის კურსის მიზეზებსა და გამოსავალზე საუბრისას ერთი უწყებისკენ ხელის გაშვერა არასწორია. გარდა ამისა, მისი თქმით, არასწორია საუბარი, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ეროვნულმა ბანკმა რეზერვები, რომელიც ხალხის საკუთრებაა, უნდა დახარჯოს, თუ წინასწარ არ გვეცოდინება, ეს რა შედეგს მოიტანს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ეროვნული ბანკი - დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანია მოქმედებს რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
არქივი