ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ სისტემაში დანერგილი სიახლეები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომაზე წარადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 24 ივნისი 2023, 14:08

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ სისტემაში დანერგილი სიახლეები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომაზე წარადგინა.

დავით ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა ელექტრონული სანოტარო აქტის დანერგვაზე ნოტარიატში. ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით ნოტარიუსთა პალატაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაზე.

გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეისათვის საქართველოს ნოტარიატი ასრულებს ისეთ დისტანციურ სანოტარო მოქმედებებს, როგორიცაა: მინდობილობა, განცხადება/გარიგება, კომპანიის კრების ოქმის დადასტურება.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომა რომში გაიმართა და მას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად კოლეგები საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე
ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
არქივი