გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
424 06 ივლისი 2023, 21:01

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბაჩიაშვილის განცხადებით, სასამართლო საზღვრის კვეთის უფლებას თუ არ მისცემს, ეს მის ბიზნესს ძალიან დააზარალებს.

„დამნაშავე არ ვარ. დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია. შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითიც დაკავებული ვარ ბოლო 10 წელზე მეტია. არ მესმის, როგორ შეიძლება, ეს იყოს აღქმული დანაშაულად. საზღვრის კვეთის აკრძალვა ჩემს ბიზნესს ძალიან დააზარალებს“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი