მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მთავარ საზრუნავად კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა რჩება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 19 სექტემბერი 2023, 13:04

დღევანდელი ხელისუფლების მონდომებით, საქართველოს კონსტიტუციაში ხაზგასმულია საქართველოს ევროპული მომავალი, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი. ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სხვა მიმართულებებთან ერთად, იმ 12 რეკომენდაციის მიმართულებითაც გვქონოდა ხელშესახები პროგრესი, რომელიც დასახელდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინაპირობად. დიახ, საქართველო არავის დაუდებს ტოლს და არც ერთი კრიტერიუმით არ არის და არ იქნება ხელწამოსაკრავი და დასაწუნებელი სახელმწიფო, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, თავისი მაჩვენებლებით, ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყნის დამსახურება არ ყოფილიყო აღიარებული, „შედეგიანი“ აღმოჩნდა.

„ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას ამ რეფორმებში აქვს პრაქტიკულად ნულის ტოლფასი კონტრიბუცია. მეტიც, სამწუხაროდ, შეიძლება ოპოზიციის როლის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც და ახლაც მათ მთავარ საზრუნავად რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა. მიზეზი და ახსნა ამისა - კანდიდატის სტატუსის არმიცემის მეშვეობით ხელისუფლებისა და მთლიანად ქვეყნის წარუმატებლობის მითის შექმნა და ამის გამოყენება პოლიტიკური კინკლაობისთვის. საბედნიეროდ, ახლა ნამდვილად მაქვს საფუძველი მჯეროდეს, რომ ოპოზიციის ეს მცდელობები იქნება უნაყოფო და, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება საქართველოს და ევროპის საუკეთესო ინტერესებს, რაც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი