თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტმა კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის, მის უსაფრთხოებასაც იცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 13 აპრილი 2024, 12:57

დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს? - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას.

ჩიბურდანიძის თქმით, ამ საქციელით საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლი წაუკიდა ყველა იმ პოლიციელს, ვინც საქართველოს მოქალაქეების და მათ შორის, პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავს.

„სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას აკადრა ის, რაც სააკაშვილსაც კი არ უკადრებია. მან კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის მის უსაფრთხოებასაც იცავს. რომ არა კანონის ვალდებულება, პრეზიდენტი ღირსია ყოველგვარი დაცვის გარეშე დარჩეს. ეს შეურაცხყოფილი პოლიციელები აუცილებლად გასცემენ პასუხს არჩევნებზე უთავმოყვარეო პრეზიდენტს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს? პოლიციელის ღირსება ფეხქვეშ გათელა და ამის შემდეგ როგორ გინდა ახალგაზრდას მოსთხოვო მათდამი პატივისცემა? ზურაბიშვილმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც დაუმორჩილებლობისკენ და სისხლისღვრისკენ. იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ ქართველი ხალხი გააგდებს საქართველოდან და აღარასდროს აქ არ ჩამოუშვებენ” - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი