გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაიხვეწოს - პირველი რჩევები ახალ პრემიერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
972 10 სექტემბერი 2019, 21:10

ჩვენი ამოცანაა შევქმნათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ეფექტური და პროფესიული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას  აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) განცხადებაში, რომელიც გიორგი გახარიას გაპრემიერებას ეხმაურება.

განცხადებას, რომელიც  BAG-მ კომერსანტს გაუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ. 

„პირველ რიგში, ვულოცავთ პრემიერსა და მინისტრებს შესაბამის თანამდებობეზბე დამტკიცებას. ძალიან კარგია, რომ ეკონომიკური ბლოკი უცვლელია, ვინაიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციას არსებულ ეკონომიკურ ბლოკთან უკვე აქვს ეფექტური თანამშრომლობის კარგი გამოცდილება.

რაც შეეხება საკითხებს, ასოციაცია არის ხიდი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და როგორც ყოველთვის ჩვენ დავაყენებთ იმ ობიექტურ და სამართლიან საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე აქტუალურია და გადაწყვეტას ითხოვენ. რამოდენიმე საკითხზე გუშინ პრემიერმაც ისაუბრა.

ავღნიშნავდით, რომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებში მთელი საქართველოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაიხვეწოს, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულ გადაწყვეტას. ზოგჯერ უარიც პასუხია და ესეც ღირებულია, რადგან ბიზნესი იწყებს ალტერნატიული გეგმის მოძიებას. მაგრამ ძალიან ცუდია დროში გაწელილი გადაწყვეტილებები.

ასევე, მართლაც მნიშვნელოვანია განჭვრეტადობა, ანუ პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა. რეალურად უნდა შეიქმნას ის ვითარება, როდესაც ნებისმიერი საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივა, რაც ბიზნესს უკავშირდება წინასწარ იყოს განხილული ბიზნესთან. ბიზნესმენები პრაგმატული ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ამ ხარისხის კომუნიკაციაც კი არ გულისხმობს იმას, რომ ყველა საკითხზე შეიძლება მოხდეს აზრთა თანხვედრა, მაგრამ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით დასტურდება, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად სახელმწიფო ისმენს მნიშვნელოვან, პროფესიულ და რეალურ ინფორმაციას და შედეგად ყოველთვის იღებს უფრო სწორ გადაწყვეტილებას. დღესაც არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიგებთ პოსტფაქტუმ, რაც, ჩვენის აზრით, არცერთი მხარისთვის არ უნდა იყოს სიკეთის მომტანი.

ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნესის ჭარბი სოციალური ვალდებულებებისგან დაცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი უნდა განვითარდეს, ქვეყანაში შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკა, რისი ბუნებრივი შედეგიც იქნება ის რომ, კერძო სექტროში დასაქმდება სამუშაო ძალის უმეტესობა. ასევე ძლიერი ეკონომიკის არსებობის შემთხვევაში სახეზე გვექნება მნიშვნელოვნად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები, რომლითაც დაფინანსდება სხადასხვა სახის სოციალური პროექტები თუ სხვა ხარჯები.

სხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ახალ პრემიერთან დავაყენებთ იქნება ჩვენი პროფესიული ხედვა ლარის კურსთან დაკავშირებით. ეს ყველაზე მტკინვეული საკითხია დღეს ბიზნესისთვის და ამ თემაზეც გვინდა მთავრობასთან საერთო ხედვებზე შეჯერება.

ზოგადად, ჩვენი ამოცანაა შევქმნათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ეფექტური და პროფესიული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას. ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნესი, რაც იმთავითვე გულისხმოს ძლიერ ეკონომიკას და ფართო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებით.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სავალუტო ფონდი: პოზიტიური ნიშანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა და საერთაშორისო რეზერვები შეავსო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
„ხალხის ძალას“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა
Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა და საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს კი 5.6 პროცენტამდე ზრდის
2025 წლის აპრილის, მონაცემებით საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოს ჩვენივე პროგნოზით მისი მოცულობა 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება
არქივი