მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის ცალსახა პროვოკაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
715 29 აპრილი 2024, 02:20

მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კომენტარი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.

„ეს არის ცალსახა პროვოკაცია - ორი აზრი არ არის. სხვათა შორის, წინა აქციებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები არაფერს აპირებდნენ საერთოდ, დღეს. სხვა შემთხვევებში თუ იყო რაღაც პროვოკაციები, დღეს ისინი არაფერს აპირებდნენ, რომ არა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა და ამაღლობელის პროვოკაციული მოწოდება, რომ სცენაზე ასულიყვნენ. სპეციალურად მოაწყვეს ეს პროვოკაცია, რომ რაღაცნაირად ხვალინდელი აქცია ჩაეშალათ. შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ მაინც ამის მცდელობა იყო. ან ჩიტაძეზე რატომ ავიდნენ? დაინახეს ჩიტაძეზე პოლიციელები დამატებით და ავიდნენ ჩიტაძეზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადიო „თავისუფლება“: ირანმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ ამერიკულ გემს შეუტია, რომლის ეკიპაჟიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ისინი არ დაშავებულან
ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე: გადაწყვეტილება მიიღეს ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით იყოს დაცული ქვეყნის მოსახლეობა
დიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება
შსს: პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
არქივი