პროკურატურამ ლანჩხუთში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 08 მაისი 2024, 16:34

საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართა
ზაალ ანჯაფარიძე: სახლებში მივარდნები გახდა კოლექტიური ოპოზიციის და მათი მედიების და აქტივისტების ტაქტიკა-სადამდე უნდა ითმინოს ეს ყოველივე ჩვენმა საზოგადოებამ?
თავდაცვის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
მაიკ პენსი - აღმაშფოთებელია დონალდ ტრამპის პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლება, არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენი სასამართლო არ უნდა იქცეს იარაღად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ
მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროდ, ოპოზიცია და საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას აქტიურად ეწევა, მოვლენების რადიკალიზაციას მკაცრად ვემიჯნებით
არქივი