საქართველო „ევროვიზიის“ ფინალშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 10 მაისი 2024, 01:31

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში იმღერებს.

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე დღევანდელ საღამოზე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

11 მაისს ევროვიზია 2024-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
კაია კალასი: თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, თუნდაც გარკვეული ტერიტორიის გარეშე, ეს გამარჯვება იქნება, იმიტომ რომ ის ნატოს ქოლგის ქვეშ აღმოჩნდება
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევაფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცესნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს
სტოლტენბერგი: საქართველო პარტნიორია და მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
არქივი