მმართველ გუნდში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე სიტყვით გამოსვლას აფასებენ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი „ქრონიკასთან“ გააკეთა.
„როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის რუსთაველის გამზირზე და გვმოძღვრავს, თითქოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია დაიწყო ვარდების რევოლუციით, არის თუ არა ეს 9 აპრილის გმირების შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა ყველა იმ ხელმომწერის, ვინც საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოაწერა ხელი? და ამაზე იქ არავინ პასუხს რომ არ სცემს, არის თუ არა ეს მთლიანად საქართველოს, ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა? და მერე კიდევ გამოდიან ეს ადამიანები და ეროვნულობაზე გველაპარაკებიან. ეს უტიფრობის და ფარისევლობის მეტი არაფერია. ცალკეა შესაფასებელი ის, როდესაც ეს ადამიანები გამოდიან, მონაწილეობას იღებენ ანტისახელისუფლებო ღონისძიებაში და ამით უნდათ რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი შელახონ“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |