საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1265 01 მაისი 2020, 19:38

დღეს, საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. დოკუმენტს ონლაინ რეჟიმში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში  სებასტიან მოლინეუსმა.

როგორც ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი, საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება. კერძოდ, გამოყოფილი სახსრებით, მოხდება ვირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარებისა და ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერა.

ამასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით საქართველოსთვის დამატებით 100 მლნ  აშშ დოლარის მოსაზიდად.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკთან დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკისთვის მოიზიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა პირველად ხდება ხელმისაწვდომი
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
არქივი