სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ედიშერ გვენეტაძე: ვარჰეიმ საზოგადოებას მისცა აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ ის უნდა გაფრთხილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაიზიაროს ფიცოს ბედი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 24 მაისი 2024, 00:25

მოკლედ საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ ის უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაიზიაროს ბატონი ფიცოს ბედი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროკომისრის კომენტარს, პრემიერთან სატელეფონო საუბარზე, რომლის თქმითაც, სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალმა დონემ.

გვენეტაძის თქმით, ბევრი თავად ჩააბარებს საქართველოს მოსახლეობას აღიარებით ჩვენებებს და შეეხვეწება ქვეყნისა და ხალხის მიმართ ჩადენილი ცოდვები შეუნდონ.

„აგერ ბატონო ამბობს ეს კაცი ევროკომისარი, რომელიც ამბობს მე ვარ ის კაცი, რომელმაც ვუთხარი სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მაგალითის შესახებ საქართველოს პრემიერსო!
მოკლედ საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება!
რომ ის უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაიზიაროს ბატონი ფიცოს ბედი!
ასეა, როდესაც მართალი ხარ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ!
ამიტომაც საქართველოს მოსახლეობავ! ცოტაც მოვიცადოთ, ცოტაც გავძლოთ და ბევრი თავად ჩაგვაბარებს აღიარებით ჩვენებებს და შეგვეხვეწება ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ ჩადენილი ცოდვები ნებსითი თუ უნებლიეთ შევუნდოთ!“ - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მესაზღვრეებმა უკრაინის მოქალაქეზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას
კახა კალაძე - პრეზიდენტის განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული, ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერათადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს
დღესაც გრძელდება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს - შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება
თბილისის აეროპორტიდან EURO 2024 ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა
ამერიკული სანქციები არ არსებობს, არსებობს ამერიკული მეგობრობა, ევროპულ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით - ჩემს წავლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ
არქივი