ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 27 აპრილი 2024, 00:04

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„მსურს, გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. პირველ რიგში, შევეხები რეზოლუციას, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორი გახლავთ ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მათ სატელიტ პარტიებთან დაკავშირებული და აფილირებული ევროპარლამენტარების ჯგუფი. ისინი ხშირად გამოდიან ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც მათი განცხადებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს. აღნიშნული რეზოლუცია სწორედ საქართველოსა და ქართული საზოგადოების შანტაჟს ისახავს მიზნად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი არ მიიღებს და ყველა მოვლენას აღიქვამს სწორად. ამ რეზოლუციის მთავარი მიზანია ხელისუფლებაში სააკაშვილისა და გვარამიას დაბრუნება და, სავარაუდოდ, მათ გამორჩათ ქარდავასა და ახალაიას რეზოლუციაში ხსენება. ჩვენ ვნახეთ ამ რეზოლუციის პროექტი, რომელშიც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო მოხსენებული. აღნიშნული რეზოლუციის დამდგენი ადამიანების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც მათ თქვეს, რომ აფხაზეთი არის ცალკე სახელმწიფო და მან მიიღო ანალოგიური კანონი. იმაშიც ვერ გარკვეულან, რომ სწორედ ეს არის ფასი ამისი. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ამდენი მცდელობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორად აფასებს ვითარებას. ასევე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავარი ღირებულებები, რომლებითაც ქართველი სახელმწიფო არსებობს და დღემდე მოვიდა, არის ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ბოლო პერიოდში გამართულ აქციებზე კი არაერთხელ გაჟღერდა ენა, მამული, ერთობა. ახალგაზრდების მიერ აქციაზე დადებულ ფიცში რომ ყოფილიყო ენა, მამული, სარწმუნოება და ამას დამატებული ერთობა, კი ბატონო, მივესალმებოდით, მაგრამ სარწმუნოების გარეშე გინდათ თქვენ ეს ქვეყანა იყოს? მაშინ ეს თქვენი არჩევანია და ჩვენი არჩევანი გახლავთ ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც, დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება. წარმატებები საქართველოს და მის ევროპულ მომავალს!” - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბორელი: აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა სთხოვს ნეთანიაჰუს, არ შეუტიოს რაფაჰს - ამის მიუხედავად, რაფაჰში სახმელეთო შეტევა კვლავ დაიწყო
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ფრიდომ ჰაუსი“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მარიამ ლაშხი: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი დამფინანსებელია, წელიწადში 1 000 000 ლარს აძლევს, სააგენტომაც და საელჩომაც იციან, რომ ამ ორგანიზაციას საარჩევნო მიზნები აქვს
რობერტ ფიცო - ზოგჯერ ევროკავშირს უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება, მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
არქივი