დიმიტრი ხუნდაძე: დასავლური კანონი, რომ საქართველოში რუსულია, ამან საზოგადოებაში ფეხი ვერ მოიკიდა და ყველაფერს სწრაფად მოეფინა ნათელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 11 ივნისი 2024, 16:34
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი თავის ფაქტობრივ შედეგს ძალიან მალე დადებს და საქართველოს მოსახლეობას სულ ცოტა ხანში ეცოდინება ის, რასაც მას აქამდე უმალავდნენ, რითაც ქვეყნის მორჩილებას ცდილობდნენ და დღემდე, უარგუმენტოდ „რუსული კანონის“ ძახილით ქვეყანას არყევენ და ცდილობენ შეაფერხონ გამჭვირვალობის პროცესი“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ძლიერი ბიძგისა, რომ საზოგადოებას წაუკითხავად გაეპროტესტებინა საკუთარი სიკეთე - ოპოზიციამ, თავის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დაკვეთა ვერ შეასრულა და მისმა ურეიტინგობამ და ტყუილმა ქუჩაში დესტრუქციული მუხტი სწრაფად ჩაახშო.

„დასავლური კანონი, რომ საქართველოში რუსულია, ამან საზოგადოებაში ფეხი ვერ მოიკიდა და ყველაფერს სწრაფად მოეფინა ნათელი. პროცესის გაჯანსაღებას ხელი შეუწყო თავად დასავლეთში გამჭვირვალობის კანონის მოთხოვნის ზრდამ და ზოგიერთმა ქვეყანამ ჩვენ შემდეგ დაწყებული საკანონმდებლო პროცესი ჩვენზე ადრე დაასრულა. ზოგი ინიციირების პროცესშია, ზოგიც მის საჭიროებაზე ინტენსიურად ალაპარაკდა. საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად გაუგონარი ზეწოლისა, ქართული კანონი მყარი უმრავლესობით დაამტკიცა, ვეტოც დაძლია და გამჭვირვალობა შეუქცევად პროცესად აქცია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, დესტრუქციულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ხსნად თბილისის ცენტრში მაიდნის მოწყობა განიზრახეს და ამისათვის გარდა გზავნილისა, თავად დასავლელი პოლიტიკოსები მოავლინეს და ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებით წარუდგინეს პოლიტიკურ უმცირესობას.

„სანახაობრივი სცენები და პერფორმანსები ძალადობის გაკეთილშობილების მიზნით, უმცირესობის ერის ხმად გასაღება, პოლიტიკოსების დევნა და მათ შვილებზე ნადირობა, ეკლესიასა და რწმენაზე თავდასხმა, ყველაფრის რუსულად მონათვლა და საპირისპირო აზრის მკვეთრად მიუღებლობა, ლგბტ პროპაგანდა და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფა - ეს არის ბრძოლის ის ინსტრუმენტები რა დავალებითაც მოქმედებს დღეს საქართველოში აგენტურა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: სტატისტიკის მიღმა, ყველანი ვხვდებით, რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას, რამდენი წართმეული სიცოცხლე, ნაწამები ადამიანი და წართმეული ჯანმრთელობა, წართმეული ქონება
გია ვოლსკი - გიორგი გახარიას არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაც ტიპის შეურაცხყოფა მიაყენოს
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი - დღემდე დაზარალებულად ცნობილია 488 პირი - დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება
ორბანი: თუკი წარსულში შეთქმულების თეორიად მიაჩნდათ ის ფაქტი, რომ USAID-ი თავისი პროგრამებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, უნგრეთში ოპოზიციას აფინანსებდა, დღეს უკვე რეალობაა
ლევან მაჭავარიანი ბათუმის ტრაგედიაზე: მე ძალიან მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ განცდა მაქვს, რომ უხარიათ როდესაც ასეთი ტიპის ტრაგედია ხდება ჩვენ ქვეყანაში და ეს არის რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელი, ამორალური და ამაზრზენი მათი მხრიდან
არქივი