მერაბ ქვარაია ოპოზიციაზე: მათი სურვილი, რომ ქვეყანაში სახიფათო კოცონი დაინთოს, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 11 ივნისი 2024, 16:40

ვნახოთ სოციალური ქსელები, ირგვლივ მიმოვიხედოთ და ვნახავთ თუ რა ხდება, რა დონის ბულინგი ხორციელდება ბავშვებზე, ოჯახის წევრებზე, მშობლებზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ და ბოლო პერიოდში პარლამენტის წევრების მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპონენტების მიერ გამოთქმული რიტორიკის და ლექსიკის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა ყველანაირ ძალადობას გმობს.

„დარწმუნებული ვართ ის სურვილი, რომ ქვეყანაში სახიფათო კოცონი დაინთოს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ამას ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს, მაგრამ როდესაც გინდა, რომ ასეთი კოცონი დაანთო, შეიძლება ხელები დაიწვა და ყველა ფრთხილად უნდა იყოს. არსებობს თამაშის წესები, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს და წითელი ზონები, რომელიც არავინ არ უნდა გადაკვეთოს. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას ეძახის, სამწუხაროდ, ეს არ ესმის“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა - ინციდენტი მოხდა, არ არის საამაყო, უბრალოდ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ოჯახს, ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება
ჯო უილსონი დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტის აქვეყნებს და აცხადებს. რომ მას საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა
ბიძინა გიორგობიანი: 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული
ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა
არქივი