ambulatoria.moh.gov.ge - ახალი პორტალი ოჯახის ექიმის კონსულტაციის მისაღებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1815 16 ნოემბერი 2020, 13:26

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალი, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, გაარკვიონ, საჭიროების შემთხვევაში, რომელ საავადმყოფოს ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ. ამასთან, როგორც მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, პორტალი 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზების შესამსუბუქებლად შეიქმენა.

 პირს, რომელსაც რესპირაციული ან სხვა სიმპტომები აქვს და არ იცის ოჯახის ექიმის, ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505), ან საკუთარი პირადი ნომრის მითითებით ინფორმაცია მოიძიოს პორტალზე – ambulatoria.moh.gov.ge, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართშია (COVID-19–ის საეჭვო შემთხვევების ბინაზე მართვის ინსტრუქცია) აღნიშნული.

დანართის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი უნდა   დაუკავშირდეს  საკუთარ ოჯახის ექიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაზღვევო სქემაში ჩართული პირი კი უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას ან კომპანიის ოჯახის ექიმს.

ის პირი კი, რომელიც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზს (1505); ამასთან, აღნიშნულ ხაზზე მას გადაამისამართებენ 112-ში ზარის განხორციელების შემთხვევაში.

1505-ს უნდა დაუკავშირდნენ ის პირებიც, რომლებიც არ არიან არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები და არც კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართულები. აღნიშნულ ნომერზე მათ ასევე გადაამისამართებენ 112-ზე დარეკვის შემთხვევაში.

დანართის თანახმად, კლინიკა უზრუნველყოფს სიმპტომიანი პაციენტების მართვას ყოველდღიურ რეჟიმში, 18 საათამდე; არასამუშაო საათებში პაციენტის მიერ განხორციელებულ ზარს უპასუხებს მორიგე ოპერატორი, ან ჩაიწერს ავტომოპასუხე, ხოლო ექიმის მიერ მეთვალყურეობა განხორციელდება მეორე დღეს.

თუ სატელეფონო კომუნიკაციის შეთხვევაში გამოიკვეთება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობის საჭიროება, ექიმმა სატელეფონო ზარის საშუალებით უნდა შეატყობინოს 112-ის ოპერატორს პაციენტის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის საჭიროების მიზეზი, რომლის საფუძველზე 112 უზრუნველყოფს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობას.

თუ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტს ესაჭიროება „კოვიდ-19“-ზე სპეციფიკური ტესტირება, ნაცხის ამღები ონლაინ კონსულტაციებში ჩართული დაწესებულება/ექიმი გეგმავს ტესტირების ჩატარებას, მართავს რიგს. სხვა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების (მათ შორის, სადაზღვევო კომპანიის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) და ცენტრალური ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმები ტესტირებისთვის პაციენტებს აგზავნიან საკვლევი მასალის ამღებ სამედიცინო დაწესებულებებში.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია მყისიერი კომუნიკაცია ნაცხის ამღებ სამედიცინო დაწესებულებასთან და პაციენტის ტესტირების ჩატარება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს
მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს
ნეთიუ მილერი - თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს
არქივი