დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 15 სექტემბერი 2021, 20:40

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. „ბიბისის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დომინიკ რააბი ლიზ თრასმა შეცვალა. მანამდე ის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის პოსტს იკავებდა. ლიზ თრასი ასევე შეითავსებს ქალთა და თანასწორობის მინისტრის მოვალეობებს.

დომინიკ რააბი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან რობერტ ბაკლენდი შეცვალა. დომინიკ რააბი ვიცე-პრემიერი იქნება.

თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, გევინ უილიამსონმა. უილიამსონი მანამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, რომელიც ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა.

ამას გარდა, ამანდა მაილინგი კონსერვატიული პარტიის თანათავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ის კულტურის მინისტრმა, ოლივერ დაუდენმა შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი