მეუფე იაკობი - ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ითხოვდა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებიდან, მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 16 სექტემბერი 2021, 23:24

არ მიკვირს, ეს რომ ხდება, რადგან არჩევნები მოახლოვდა და თუ შევხედავთ, სიტუაციას, უნდა მივხდეთ, რაღაც ძალებს აწყობთ სიტუაციის ასე დაძაბვა, - ამის შესახებ  მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 „თქვენ გახსოვთ, მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ითხოვდა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებიდან, მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები. მე ეს აბსოლუტურად საჯაროდ ვთქვი და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებიდან უარყოფდა ასეთ რამეს. მე სიმართლეს ვლაპარაკობდი. ვისაც გიორგი გახარია ავალებდა, რამდენიმემ მითხრა და თან სხვადასხვა მხრიდან ვამოწმებდი და აბსოლუტურად ასე იყო. ბრძანება მოდიოდა გიორგი გახარიასგან, თავად მას კი ვინ აძლევდა ბრძანებას, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან ალბათ არ იყო. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ გახარია მოსკოვის კაცია“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, უცდია თუ არა მას გახარიასთან შეხვედრა, მეუფე აცხადებს, რომ ამის სურვილი არ ჰქონია.

„მასთან შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. ერთ რამეს გეტყვათ, როცა ამდენ ფაილს აკეთებენ, იქ შეიძლება რაღაც ნაწილი ჭეშმარიტებას შეიცავდეს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი