ადვოკატის თქმით, მეგის ქარდავა სასამართლოს განაჩენების გასაჩივრებას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 17 სექტემბერი 2021, 18:25

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხუთივე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელთათვისაც ის მსჯავრდებულია, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. იმ საქმეებთან დაკავშირებულ სხდომებს კი, რომლებშიც მას ბრალი ედება, თავადაც დაესწრება.


„დაიწყება სასამართლო პროცედურები, სხდომები განახლდება. ჩვეულებრივ, ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს იმ განაჩენებს, რომლებიც გამოტანილია. როცა პიროვნება ძებნილია, ის არ აღიარებს დანაშაულს, - ასე მოიაზრება... ასე, დისტანციურად, ვერავინ ვერ აღიარებს. არც ერთ განცხადებაში მას არ უღიარებია და პირიქით, ყოველთვის კატეგორიულად გამორიცხავდა ყველაფერს, ამას პოლიტიკურ დევნას უწოდებდა“, - ამბობს ადვოკატი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.


რა დანაშაულები ედება ბრალად მეგის ქარდავას, დეტალურად, ნახეთ ამ ბმულზე.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.


მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი