ხათუნა სამნიძე ნიკა მელიას განცხადებაზე - ეს არის მორიგი შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, არც პირველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 20 სექტემბერი 2021, 23:26
ხათუნა სამნიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

"ეს არის მორიგი შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, არც პირველი. ახლა, როდესაც ტოტალური თვალთვალის და მოსმენის ფაქტების შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, სუს-ის უფროსი პარლამენტში მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველაფერს, ამისთვის საკუთარი ხმები ჰყოფნის ოპოზიციას და ამას არ იყენებს, რა ჰქვია ამას?! ასე გავუშვით ხელიდან 5 ივლისის გამოძიების შანსიც არჩევნებამდე. ეს ჯერ კიდევ დღის წესრიგშია, შანსი გვაქვს, მაგრამ როცა ასეთ შეცდომებს უშვებს განზრახ თუ უნებლიედ ოპოზიციის ნაწილი, რაში უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი? 2 ოქტომბრამდე თანმიმდევრულობა და მტკიცე ნაბიჯებია საჭირო ოპოზიციის მხრიდან და არა ისევ მჯიღი გულზე! სუს-ის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით - ამას უშლის ახლა ხელს "ენმ" რეალურად. ძალიან სამწუხაროა!", - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი