ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში - მტკივა შენი ტკივილი-გელა დაიაური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 09 ოქტომბერი 2021, 14:19

გელა დაიაური, რომლის მეუღლე და სამი შვილი, 11 წლის წინ, მუცოს ხეობაში დაიღუპა, აჭარაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უსამძიმრებს კაცს, რომელმაც, მის მსგავსად, მეუღლე და შვილები დაკარგა.

„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა. რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიღევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით“, - წერს გელა დაიაური.

2010 წლის 22 ივ­ლისსმუ­ცოს ხე­ო­ბა­შიავ­ტო­მო­ბი­ლი, რომელშიც10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­დაავტო­კა­ტას­ტრო­ფამ შვიდი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, გელა დაიაურის მეუღლისა და შვილების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
არქივი