ბათუმში, 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 15 ოქტომბერი 2021, 23:29

ბათუმში, 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტების წინასწარი ინფორმაციით, შენობა უსაფრთხო არ არის. ადგილზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე მივიდა.

„ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ. არის სპეციალისტებისგან მოთხოვნა, რომ პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არ აქვს პრობლემა, მეორედან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან", -განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი