ანრი ოხანაშვილი - ანა ნაცვილიშვილი არის ადამიანი, რომლის ოჯახიც მიხეილ სააკაშვილს უკანონო ტერორში ადანაშაულებდა, სტრასბურგში უჩიოდა, დღეს კი მის გვერდით არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 25 ნოემბერი 2021, 14:15
ანა ნაცვლიშვილი არის ადამიანი, რომელსაც თავის დროზე მოსწონდა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ერთპიროვნულად დანიშვნის წესი. ესენი არიან პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან ჯანსაღი მიდგომისგან, ეთიკურობისგან, კულტურისგან, რომ პატივი სცე ადამიანს, თუნდაც არ მოგწონდეს კონკრეტული აზრი, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და გასაუბრებას ეხებოდა.

„დემოკრატიულობას ქადაგებენ და განსხვავებულ აზრს როცა აფიქსირებ, შენ მიუღებელი ხარ. როგორც კი განსხვავებულ აზრს აფიქსირებ, ხარ მათი მტერი. ეს არის მიდგომა და დამოკიდებულება. ეს ადამიანი გახლავთ ის ადამიანი, რომელსაც თავის დროზე მოსწონდა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ერთპიროვნულად დანიშვნის წესი. თუ გახსოვთ ამ ადამიანის ერთი კრიტიკული დამოკიდებულება ყოფილი პრეზიდენტი რა ფორმით იღებდა გადაწყვეტილებას, ვისთან გადიოდა კონსულტაციას, გამჭვირვალედ რომ არ წარიმართებოდა და რომ ხდებოდა გამწესება, ამ ადამიანის ხმა ამოღებული გინახავთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი. რადგან თვითონ არ შეცვალეს ეს წესი და თვითონ არ არიან უმრავლესობაში, ე.ი ფარსია, სპექტაკლი ვინ მოაწყო კი ნახეთ. შესაბამის პარტიული ტელევიზიების ეთერებში იხილავთ ამ ყალბ პათოსს, როგორი ცეცხლი დაანთო ანამ. ეს ის ადამიანია, „ნაცვლიშვილი - ტოგონიძის ქეისი“ გახსოვთ, სადაც ანა ნაცვლიშვილის მშობლები მიხეილ სააკაშვილს ეუბნებოდნენ, რომ მან დაატერორა მათი ოჯახი. დღეს მათ გვერდით არიან. ეს არის ღირებულებითი კონტექსტი. ყველაფერი ცხადია. არ ღირს პოლემიკაში შესვლა. მშვიდობიან გზას ვუსურვებ ანას, „ლელოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომლებსაც არასდროს ექნებათ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა.

ჩვენ გვესაუბრებიან, აპროტესტებენ და ა.შ რეალურად კი მუდმივ ბოიკოტის რეჟიმში არიან. ეს ბოიკოტი კი არ არის, ეს არის საბოტაჟი ქვეყნის კონსტიტუციური ორგანოსადმი. უკვე იმდენად შესულები არიან ამ ეშხში, ამ საშიშ საბოტაჟის რეჟიმში, რომ ყველაფერს უცხადებენ ე.წ. ბოიკოტს და დარწმუნებული ვარ, მალე საკუთარ თავსაც გამოუცხადებენ ბოიკოტს, ამით დაასრულებელ ამ პოლიტიკურ საქმიანობას. როცა ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნის საკითხზე საუბრობს, ერთი კონკრეტული ფაქტი დაასახელონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა როდის მოვიდნენ, როდის გვითხრეს რომ დაგვეწყო ეს პროცედურა? ხომ არ გვაქვს რესურსი, რომ კონსესუსზე დაფუძნებით კანდიდატები შევარჩიოთ? გესაუბრებიან იმაზე, რატომ არ აკეთებთო და თან გესაუბრებიან იმაზე, კონსესუსით გავაკეთოთო. ამასთანავე, ელემენტარულ ნაბიჯს არ დგამენ რომ ვიმსჯელოთ. სამუშაო ჯგუფი რომ შევქმენით, სადაც შეგვეძლო სასამართლოსთან დაკავშირებით იდეები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, ერთი კონკრეტული იდეა არ მოუწერიათ, რა არ მოწონთ, როგორ უნდა შეგვეცვალა, გარდა იმ აბსურდისა, როგორ ნოვაციებსაც გვთავაზობენ და ამით კონსტიტუციას ეწინააღმდეგებიან. ანას ოჯახი საკმაოდ სამართლიანად დაობდა სტრასბურგში, რომ სააკაშვილმა მისი მშობელი უკანონოდ დაიჭირა და დღეს ეს ადამიანი დგას იმ ძალის გვერდით, რომელსაც რამდენიმე წლის მის ოჯახზე განხორციელებულ უკანონო ტერორს ედავებოდა. აქ ხომ ფაქტები მეტყველებენ,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
არქივი