გურამ მაჭარაშვილი - უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 25 ნოემბერი 2021, 14:19
ამ პოლიტიკოსებმა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში ლიდერები არიან, აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, როგორ არის მისაღები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს ,- ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, ვინც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.

 "მგონი, ჩვენ საქმე გვაქვს არამხოლოდ უცოდინარობასთან, არამედ პოლიტიკურ თავხედობასთანაც კი, რადგან საქართველოს კონსტიტუციით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არამხოლოდ აკრძალული აქვს თანამდებობის დაკავება ქვეყანაში, არამედ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვს, რომ სხვა კანდიდატს მისცეს ხმა. არც უთქვამს და არც მოუნანიებია, რომ თავისივე ნებით თქვა უარი თავის სამშობლოს მოქალაქეობაზე, ქართული მართლმსაჯულების და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებით იხდის სასჯელს და არც აქ გამოუთქვამს რაიმე სინანული, ამ ფონზე აანონსებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს, რომ უკანონოდ უნდა გაათავისუფლონ, რადგან კანონიერი მხოლოდ შეწყალებაა და ამაზე უარს ამბობს პრეზიდენტი და ამის შემდეგ ამბობს, რომ დაამთავრებს ხელისუფლებას 10 დღეში. ცდილობენ, რაიმე ისეთი ჩასვან დღის წესრიგში, რომელიც მცდელობას მაინც გამოიწვევს რადიკალიზაციისას. დღეს ყველა ხედავს, რომ პატიმარი სააკაშვილი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს, ამ პოლიტიკოსებმა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან ლიდერები, აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, როგორ არის მისაღები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს. ახლა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება და იქ რამდენიმე ჯგუფია, ეს სახეზეა, თუმცა, რაც ნაკლები იქნება მიხეილ სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კომენტარები, მით უკეთესია საზოგადოებისთვის”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი