ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მინისტრთა კაბინეტში საუბარი არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 25 ნოემბერი 2021, 16:07
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მინისტრთა კაბინეტში საუბარი არ არის. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს პრემიერის შესაძლო გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

„მინისტრთა კაბინეტში მსგავსი საუბრები არ დაწყებულა. გვაქვს დავალებები, რომ არსებული პროექტები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში კოვიდპანდემიის პერიოდში შეფერხებული იყო, გავააქტიუროთ და გუნდში ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი