ევროპის წამლის სააგენტომ ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 25 ნოემბერი 2021, 19:30
ევროპის წამლის სააგენტომ ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წამლის სააგენტო ახლა რეკომენდაციას ევროკომისიას გადაუგზავნის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებში ნაკლებ დოზას გამოიყენებენ და აცრა სამი კვირის ინტერვალით ორ ეტაპად განხორციელდება.

წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვებში ვაქცინის სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე რისკი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი