"მივიღეთ აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ჩვენს ქვეყანაში მოწვეულმა სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 26 ნოემბერი 2021, 00:42

2005-2010 წლებში, როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები მქონდა ვანო მერაბიშვილთან, რომელსაც მე დღესაც მეგობრად ვთვლი. რა თქმა უნდა, მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი მიხეილ სააკაშვილს და მას ჩვენი ქვეყნის მეგობრად ვთვლიდი, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ზუსტად ამიტომაც, თქვენ შეგიძლიათ ჩაწვდეთ ჩემი აღშფოთების სიღრმეს, როდესაც მივიღეთ აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ჩვენს ქვეყანაში მოწვეულმა სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან და თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურებოდა მას შემდეგ, რაც დაემხობოდა ხელისუფლება. გარდა ამ საუბრებისა, ჩვენ დავაფიქსირეთ თვითონ თანხის გადაცემა, რომელიც უკრაინაში შუამავლებმა ჩაიტანეს. ეს თანხა არჩეული ხელისუფლების დასამხობად იქნებოდა გამოყენებული. ამ დროს უკრაინა რუსეთს ეომებოდა. ჩემთვის ეს უზარმაზარი შოკი იყო და სააკაშვილის ახალი სახე გამოვლინდა, როგორც ადამიანისა, რომელიც არის უმადური, არაკეთილშობილი, რომელიც საკუთარი ამბიციების გამო, უკვე მეორე სამშობლოს უღალატებდა“, - აღნიშნა ლუცენკომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი