ამირან გამყრელიძე - გვჭირდება ყოველდღიურად 15 000, 20 000, 30 000 აცრა, რომ შევაკავოთ ეპიდემია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 28 ნოემბერი 2021, 13:33

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის ნიშნები, ეს სტაბილიზაცია არის მაღალ ციფრებზე. ერთია დამამშვიდებელი, ის მეტად არ უარესდება ანუ არ არის გაუარესების ტენდენცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დადებითობის მაჩვენებელიც ბოლო 7-14 დღემდე, პირველად ჩამოსცდა ცხრა პროცენტს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს სტაბილიზაციის ნიშნები არის მაღალ რიცხვებზე და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს. მიუხედავად ოდნავ პროგრესისა ვაქცინაციის რიცხვებში, ბოლო დღეებია გვაქვს 10 000 და გუშინაც 7 000-მდე აცრა, არ იყო ცოტა, მაგრამ მაინც ცოტაა. გვჭირდება ყოველდღიურად 15 000, 20 000, 30 000 აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და შევაკავოთ ეპიდემია. სიკვდილიანობა გარკვეულად პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან. ახლა გვაქვს 47 000 აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორშია 6 500-მდე, მძიმე ავადმყოფია 1 600 და 300-ზე მეტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი