"ელენე ღირსეულად მოიქცა, იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, არ მოუთხოვია ფაფები, წვენები, დეპუტატები, ქმარი, ძმა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თბილი საწოლი - აქაც გაჯობეს მიხეილ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 28 ნოემბერი 2021, 17:21

მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიისა ელენე ღირსეულად მოიქცა. იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ხოშტარიამ სააკაშვილს ამ შემთხვევაშიც აჯობა.

,,მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიისა ელენე ღირსეულად მოიქცა. იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე. არ მოუთხოვია ფაფები, წვენები, დეპუტატები, ქმარი, ძმა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თბილი საწოლი. აქაც გაჯობეს მიხეილ... არჩევნების დღეს, რომ ვერაფერი მოახდინა „ნაცმოძრაობამ“ მიშა გადავიდა გეგმა B-ზე. დაიწყო აბსურდული შიმშილობა, რაც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს - შიმშილობა შიმშილის პრევენციის მოთხოვნით. აბსურდს ის დაემატა, რომ თაფლი, ფაფა, წვენი, ცოლები, დეპუტატები, სუფთა ჰაერი, ფსიქიატრი, ადვოკატი არ უნდა მოკლებოდა. თან მთელ საზოგადოებას ამცნობდა საკუთარი გაუვალობისა და უუნარობის შესახებ. მთავარსარდლობიდან როგორ უნდა გადაიქცე პოლიტიკურ „ბალასტად“ ალბათ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკიდან 27 ნოემბერს გაწერეს. მან შიმშილობა 19 ნოემბერს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობდნენ. სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი