გიული ალასანია - ძალიან ეჩქარება, გამოვიდეს იქიდან ბოლოს და ბოლოს და იყოს თავისუფალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 10 იანვარი 2022, 18:20
ის სიმპტომები, რომელიც ჰქონდა, გაუარესებულია - მომიყვა, რომ აქვს უძილობა, თავის ტკივილი, ფეხების და ხელების დაბუჟება, - ამის შესახებ გიული ალასანიამ  მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 "ისევე, როგორც მე, მასაც მიაჩნია, რომ მისი აქ ყოფნა დროებითია. იმის მიხედვით, რაც მე მითხრა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის სიმპტომები, რომელიც ჰქონდა გაუარესებულია. აუცილებელია, რომ ჩაუტარდეს ნორმალური გამოკვლევა. მომიყვა, რომ აქვს უძილობა, თავის ტკივილი, ფეხების და ხელების დაბუჟება.

ნერვოლოგი იყო მისული და ჩემი შვილი კმაყოფილი დარჩა. მანაც დაუმატა მედიკამენტი. იმანაც იგივე თქვა, სჭირდება გამოკვლევა. ჩემი მოთხოვნა რჩება – დაუშვან ექიმები და არა მარტო ჩვენი ექიმები. უცხოეთიდან ვაპირებდით ექიმების ჩამოყვანას და ამის შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს

მოთხოვნა არის ის, რომ ექიმები დაუშვან და არამარტო ჩვენი ექიმები, ასევე უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს.

ძალიან ეჩქარება, გამოვიდეს იქიდან ბოლოს და ბოლოს და იყოს თავისუფალი", - განაცხადა ალასანიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი