ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს ორ დღეში საკარანტინო ვადებს განაახლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 11 იანვარი 2022, 12:08

საკარანტინე ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ მივყვებით ევროპის და ამერიკის CDC-ის პროტოკოლებს საკარანტინე ვადებთან მიმართებაში. მიმდინარეობს სამინისტროს შიდა კონსულტაციები, განხილვები დაწყებულია. განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებაში დღეს-ხვალ ჩამოყალიბდება. საკარანტინე ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია 10 დღე, თუ საჭიროა, შესაძლოა მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც რეჟიმი არის შედარებით შემსუბუქებული. ამდენად ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ დარჩეს როგორც იზოლირებული კონტაქტში მყოფი პირისთვის, ან ინფიცირებული პირისთვის, არასაჭირო იზოლაციასთან დაკავშირებით და ასევე, განიტვირთოს სისტემაც ზედმეტი ზეწოლისგან. დღეს-ხვალ, ეს საკითხები მოგვარდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი