თამარ ტალიაშვილი: კონკურსია ოპოზიციაში, ვინ უფრო ღრმა წარსულში გადაიყვანს საზოგადოებას და ვინ უფრო ნაკლებ სტანდარტს შესთავაზებს სამოქალაქო უფლებების დაცვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 11 იანვარი 2022, 17:32

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონკურსია ოპოზიციაში, ვინ უფრო ღრმა წარსულში გადაიყვანს საზოგადოებას და ვინ უფრო ნაკლებ სტანდარტს შესთავაზებს სამოქალაქო უფლებების დაცვის.

მისი თქმით, შალვა ნათელაშვილი გვთავაზობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა ავუკრძალოთ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შავი სიების“ ფრიალი დაიწყო. შალვა ნათელაშვილი გვთავაზობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა ავუკრძალოთ. ნამდვილად კონკურსია ოპოზიციაში, ვინ უფრო ღრმა წარსულში გადაიყვანს საზოგადოებას და ვინ უფრო ნაკლებ სტანდარტს შესთავაზებს სამოქალაქო უფლებების დაცვის“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშილმა სოციალური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა და ამომრჩეველს პირდაპირი ეთერიდან სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა.ნათელაშვილს სურს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება ჩამოერთვათ და მათ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი