ზაალ ანჯაფარიძე - თვითმკვლელობა ტრაგედიაა, თუმცა, კითხვებს იწვევს განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ ბინებით უზრუნველყოფას დაჰპირდა 2022 წელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 16 იანვარი 2022, 22:03
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სანატორიუმ ,,ქართლში” მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერს, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობა მათ 2022 წელს ბინებით უზრუნველყოფას დაჰპირდა გაუგებარია პროტესტის განახლების მიზეზი. 

 როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ოპოზიციის ბოლოდროინდელ განცხადებებს, სადაც ისინი პროტესტის აგორების ტალღაზე საუბრობდნენ. 

 ,,ადამიანის მიერ თვითმკვლელობა (იმედია გარემოებები დადგინდება), რა თქმა უნდა ტრაგედიაა. თუმცა, კითხვებს იწვევს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა განახლებული პროტესტის გამომწვევი მიზეზები, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთავრობა მათ დაჰპირდა ბინებით უზრუნველყოფას, თანაც არა შორეულ მომავალში, არამედ უკვე 2022 წელს და ავარიული შენობიდან ქირით ალტერნატიულ ფართებში შესახლებას. ბევრს შეიძლება ახსენდება ცნობილი ძალების ხელწერა და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები პროტესტის ახალი ტალღის აგორებაზე, რაც არაა საფუძველს მოკლებული. თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას,” - წერს ანჯაფარიძე facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია იყო კიდევ ერთი პროვოკაცია ქართველი ხალხისთვის, როგორმე ქუჩაში გამოეყვანათ ოპოზიციის მხარდამჭერები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბის შეხვდა
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა
ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე: ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც
არქივი