მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 19 იანვარი 2022, 16:32

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვივნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტში საქართველოსთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელთან, მარინა კალიურანდთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტთანანდრიუს კუბილიუსთან;

„საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირების შეთანხმებების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან ნაჩო სანჩეზ ამორთან; ევროპარლამენტის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რიხარდ ჩარნეცკისთან; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, ვიოლა ფონ კრამონთან და პეტრას ოსტრევიჩიუსთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვას ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუციებში, რომელზეც მუშაობა ევროპარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს.
ევროპარლამენტარებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს საკითხის ევროკავშირის დღის წესრიგში და მიმდინარე განხილვებში აქტიურად წარმოჩენას.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მათ შორის, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტის წევრების ვიზიტები საქართველოში და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრები ბრიუსელში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი