ჰერმან საბო: არ მგონია, რომ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 19 იანვარი 2022, 21:56

პარტია „გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო, გამოეხმაურა სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების განცხადებებსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ საქართველოში რომ ჩამოვიდოდა, მოსახლეობის ნახევარი ქუჩაში გავიდოდა და მისთვის ხელის ხლების უფლებას არავის მისცემდა. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნისას ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეიძლება, მარტივი იყოს. ციხე იმისთვის არის, რომ ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო და რაღაცის გამო დასაჯო, მაგრამ არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას, თუმცა ნამდვილად ვუჭერ მხარს, იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა არ მიეცეს“, – აღნიშნავს ჰერმან საბო.

მისი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის პიროვნულ სურვილზე დამოკიდებული არ არის - ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.

„პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის პიროვნულ სურვილზე დამოკიდებული არ არის - ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და დღესდღეობით ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ. თუკი ქუჩაში გავალთ, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე პასუხი ძალიან მარტი დასანახი იქნება.

თუკი ნახავთ მუხტს, რომ ადამიანები ძალიან გაბრაზებული არიან რამეზე, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არსებობს. მე დღეს ასეთ წინაპირობებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი