Keti Khatiashvili ირაკლი კობახიძე - ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა, მათ აქვთ სრული მოტივაცია, გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 19 იანვარი 2022, 23:07

ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიაში საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„პრემიერი არის ღირსეული, პარლამენტის თავმჯდომარე არის ღირსეული, მერი არის ღირსეული და სწორედ ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ გასული წლის განმავლობაში. 

ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ზურგს უმაგრებს გამოცდილება, შესაბამისი განათლება და მისი დამსახურებაა ის, რომ 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რაც იყო მეორე მაჩვენებელი მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ლიდერი არის მოწოდების სიმაღლეზე და მათ აქვთ სრული მოტივაცია გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. ხშირი ცვლილება ასეთი ლიდერების დონეზე, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
არქივი