1 თებერვლიდან თბილისში ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ - რომელ ხაზზე, რა ნომერი მიკროავტობუსი ივლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 20 იანვარი 2022, 10:07
1 თებერვლიდან თბილისში 1000 ერთეული ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს. დღეიდან 1 თებერვლამდე, დედაქალაქში ეტაპობრივად, მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება. 76 სამარშრუტო ხაზიდან 53 მოძველებული, ყვითელი მიკროავტობუსების არსებულ მარშრუტებს ჩაანაცვლებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას დაემატება. მათივე განმარტებით, დედაქალაქში მიკროავტობუსების ჩანაცვლების რეფორმა გაგრძელდება.

რაც შეეხება მიკროავტობუსების ხაზებს, მერიის ინფორმაციით, ჩანაცვლდება შემდეგი მიკროავტობუსები: 

N2 ჩაანაცვლებს - N472; N5 ჩაანაცვლებს – N535; N6 ჩაანაცვლებს - N536; N11 ჩაანაცვლებს - N431; N16 ჩაანაცვლებს - N416; N28 ჩაანაცვლებს - N428; N33 ჩაანაცვლებს - N533; N34 ჩაანაცვლებს - N534; N41 ჩაანაცვლებს - N541; N42 ჩაანაცვლებს - N442; N43 ჩაანაცვლებს - N543; N48 ჩაანაცვლებს - N475; N51 ჩაანაცვლებს - N551; N52 ჩაანაცვლებს - N452; N55 ჩაანაცვლებს - N455; N60 ჩაანაცვლებს - N460; N62 ჩაანაცვლებს - N462; N68 ჩაანაცვლებს - N528; N70 ჩაანაცვლებს - N470; N71 ჩაანაცვლებს - N471; N77 ჩაანაცვლებს - N517; N78 ჩაანაცვლებს - N518; N84 ჩაანაცვლებს - N544; N87 ჩაანაცვლებს - N527; N91 ჩაანაცვლებს - N491; N95 ჩაანაცვლებს - N495; N99 ჩაანაცვლებს - N499; N103 ჩაანაცვლებს - N520; N105 ჩაანაცვლებს - N545; N108 ჩაანაცვლებს - N538; N116 ჩაანაცვლებს - N500; N119 ჩაანაცვლებს - N519; N124 ჩაანაცვლებს - N497; N128 ჩაანაცვლებს - N531; N139 ჩაანაცვლებს - N439; N145 ჩაანაცვლებს - N532; N148 ჩაანაცვლებს - N548; N150 ჩაანაცვლებს - N550; N156 ჩაანაცვლებს - N546; N165 ჩაანაცვლებს - N537; N170 – N540; N176 ჩაანაცვლებს - N547; N182 ჩაანაცვლებს - N501; N185 ჩაანაცვლებს - N506; N187 ჩაანაცვლებს - N467; N189 ჩაანაცვლებს - N489; N190 ჩაანაცვლებს - N530; N191 ჩაანაცვლებს - N521; N193 ჩაანაცვლებს - N539; N194 ჩაანაცვლებს - N456; N197 ჩაანაცვლებს N507; N199 ჩაანაცვლებს - N523; N202 ჩაანაცვლებს - N512.

„აღნიშნულ მარშრუტებზე ყვითელი მიკროავტობუსების სახით გადაადგილდებოდა 230 ერთეული მიკროავტობუსი. ხოლო, ჩანაცვლების რეფორმის ფარგლებში, მიკროავტობუსების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.

ამჟამად, 79 სამარშრუტო ხაზზე, სარეზერვო რაოდენობის გათვალისწინებით, გადაადგილდება 465 ერთეული ახალი, ლურჯი მიკროავტობუსი“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

რაც შეეხება ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების დასაქმებას, როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ეს კომპანიის პრეროგატივაა, თუმცა, მათივე ინფორმაციით, მოქმედი მძღოლები ახალ მარშრუტებზე გადანაწილდებიან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
არქივი