20 ყველაზე ძვირადღირებული შედევრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
520 18 აპრილი 2022, 00:40


მარიამ ალავიძე

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნახატთა შორის პირველ ადგილს ლეონარდო და ვინჩის ცნობილი შედევრი - "სამყაროს მხსნელი", უკვე წლებია, უცვლელად იკავებს. 

1. "სამყაროს მხსნელი" (Salvator Mundi) – ლეონარდო და ვინჩი – გაიყიდა 450,3 მილიონ დოლარად

ნახატი 1605 წელს  საფრანგეთის მეფე ლუი XII-მ შეუკვეთა დიდ მხატვარს. 1763 წლიდან ტილო დაიკარგა და  ბრიტანელ ხელოვანთა დილერების ჯგუფმა საუკუნეების შემდეგ - 2005 წელს აღმოაჩინა. მათ ნახატი 100 00 დოლარად შეიძინეს, ექვსი წელი დახარჯეს მისი ისტორიის გამოკვლევაში და საბოლოოდ, დაადგინეს, რომ ეს იყო დიდი მხატვრის ორიგინალი.

 შედევრი 2011 წელს ლონდონის ეროვნულმა გალერეამ გამოფინა, ნამუშევარს უწოდეს "დაკარგული ლეონარდო", რადგან ტილო 1909 წლის შემდეგ და ვინჩის დაკარგული ნახატებიდან პირველი ნაპოვნი ტილო იყო.

"სამყაროს მხსნელი"  2017 წლის 15 ნოემბერს, კრისტის აუქციონზე, 450, 3 მილიონ დოლარად  შეიძინა საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, აბუ დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის სახელით.

"სამყაროს მხსნელი"  -  ლეონარდო და ვინჩის დღემდე შემორჩენილი 20-მდე ნამუშევრიდან ერთ-ერთია და ერთადერთი, რომელიც კერძო კოლექციაშია.   

2. "გაცვლა" – ვილემ დე კუნინგი –  300 მილიონი დოლარი

ყველაზე  მოდური ამერიკელი აბსტრაქციონისტის უილემ დე კუნინგის ცნობილი აბსტრაქცია 1955 წლს შეიქმნა. მილიარდერმა კენეტ სი გრიფინმა ის იყიდა ასევე, ყველაზე მოდური ამერიკელი აბსტრაქციონისტის ჯექსონ პოლოკის ნომერ 17A-სთან ერთად და ორივე ნახატში მან 500 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

თუ გსურთ ინახულოთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნახატი, რომლის ყიდვაც მის ამჟამინდელ მფლობელს 300 მილიონი დოლარი დაუჯდა, ეწვიეთ ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტს და არ ინანებთ.

3. "ბანქოს მოთამაშეები" - პოლ სეზანი - 250 მილიონი დოლარი

მესამე ყველაზე ძვირადღირებული ნახატი მსოფლიოში არის ფრანგი იმპრესიონისტის პოლ სეზანას "ბანქოს მოთამაშეები". ეს არის ხუთი ნახატიდან ერთ-ერთი, რომელიც შედის ფრანგი ოსტატის 1890-იანი წლების ამავე სახელწოდების სერიაში. 

ტილო 2011 წელს შეიძინა ყატარის სამეფო ოჯახმა. აღსანიშნავია, რომ ნახატი  გაიყიდა აუქციონზე გამოტანილ სხვა ნამუშევრებზე ორჯერ მეტ ფასში.

4. "როდის გათხოვდები"  (Nafea Faa Ipoipo– პოლ გოგენი – 210 მილიონი დოლარი

ფრანგმა პოსტიმპრესიონისტმა პოლ გოგენმა ცნობილი შედევრი, ტაიტიზე  პირველი მოგზაურობისას შექმნა. ნახატი,  მხატვრის მიერ ტაიტელი ქალებისადმი მიძღვნილი ცნობილი სერიიდან, ერთ-ერთია.

ნახატი 2015 წლის თებერვალში გაიყიდა. რუდოლფ სტეჩელინის ოჯახმა ის  მიყიდა შეიხ  ალ-მაიასა ბინტ ჰამად ალ-ტანის  210 მილიონ დოლარად.

5. "ნომერი 17A" – ჯექსონ პოლოკი – 200 მილიონი დოლარი

ამერიკელი აბსტრაქციონისტის, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მხატვრის ჯექსონ პოლოკის ეს აბსტრაქცია 1948 წლს შექიმნა და 2015 წელს,  მილიარდერმა კენეტ სი გრიფინმა უილემ დე კუნინგის  აბსტრაქციასთან ერთად შეიძინა. ორ ყველაზე ძვირადღირებულ აბსტრაქციაში მილიარდელმა 500 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

"ნომერი 17A" ამჟამად არ არის საჯაროდ გამოფენილი, თუმცა, პოლოკის  ნამუშევრები მსოფლიოს მუზეუმებშია გამოფენილი, მათ შორის ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA).

6. No. 6 (იისფერი, მწვანე და წითელი) – მარკ როტკო – 186 მილიონი დოლარი

შეიძლება ეს ნახატი არ ჯდებოდეს ყველას გემოვნებაში, მაგრამ უდიდესი გავლენა იქონია თანამედროვე ხელოვნებაზე. ნახატი, შესაძლოა, უფრო ცნობილი იყოს იმით, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ 36  ნამუშევრიდან რომელიც ნახსენები იყო "ბუვიეს საქმეში". ეს არის მიმდინარე სასამართლო ბრძოლა რუს მაგნატ დიმიტრი რიბოლოვლევსა და მის ხელოვნების დილერს ივ ბუვიეს შორის.

7. portraits of Maerten Soolmans and Oopjen Coppit   გულსაკიდი პორტრეტები - რემბრანდტი -  180 მილიონი დოლარი 

1634 წელს მაერტენისა და ოოპჯენის ქორწილის აღსანიშნავად დახატული, რემბრანდტის ეს ორი  ნახატი არასოდეს ყოფილა განცალკევებული. ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ნახატები ყოველთვის ერთად უნდა იყოს გამოფენილი და არასოდეს ცალ-ცალკე. ისინი ლუვრმა და რიკს  მუზეუმმა 2015 წელს ერთობლივი საწარმოს სახით შეიძინეს, თითოეულმა გადაიხადა 50%.

8. "ალჟირელი ქალები" ("ვერსია O") - პაბლო პიკასო -  197,4 მილიონი დოლარი

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნახატი, პიკასოს 1954-55 წლების სერიის -  Les Femmes d'Alger ("ალჟირის ქალები")  15 ვერსიიდან ბოლო იყო, რომელიც მისი მეგობრის ანრი მატისის საპატივისცემოდ შეიქმნა.

 სანამ სალვადორ მუნდი მოხსნიდა რეკორდს, ორი წლის განმავლობაში, Les Femmes d' Alger ("ვერსია O") იყო ყველაზე ძვირადღირებული ნახატი, რომელიც კრისტის აუქციონზე გაიყიდა და ის შეიძინა  ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ ტანიმ, ყატარის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

9. "შიშველი ქალი წითელ დივანზე" (Nu couché (sur le côté gauche) – ამედეო  მოდილიანი –  157,2 მილიონი დოლარი 

მოდილიანის 1917 წლის ნახატი გახდა ნამუშევარი, რომელიც 2018 წლის მაისში, სოტბის ნიუ-იორკის აუქციონზე ანონიმურმა მყიდველმა რეკორდულ ფასად შეიძინა.  

10. "შედევრი" – როი ლიხტენშტეინი –  165 მილიონი დოლარი 

 მეათე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია  როი ლიხტენშტეინის 1962 წლის ტილო - "შედევრი". ნახატი შთაგონებული იყო კომიქსების ილუსტრაციებით და კონკურენციას უწევს მის სხვა ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის Whaam! და "შეხედე მიკი".

2017 წელს,  მილიარდერმა და ხელოვნების მოყვარულმა კოლექციონერმა სტივენ ა. კოენმა იყიდა ნამუშევარი სოლიდურ თანხად, 165 მილიონ დოლარად.

11. "შიშველი ქალი" - ამადეო მოდილიანი - 157, 2 მილიონი დოლარი 

მხატვარმა დახატა  Nu couché-ს მეორე ვარიანტი, თუმცა, პირველისგან განსხვავებული.

 Nu couché-ს მეორე ვარიანტი, მილიარდერმა ლიუ იიკიანმა იყიდა,  შანხაის მუზეუმებში გამოსატანად.

12. Le Rêve ან "სიზმარი" - პიკასო - 55 მილიონი დოლარი

„სიზმარი“ პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ნახატია. მასზე ასახულია პიკასოს ერთ-ერთი  საყვარელი და მისი მუზა მარია-ტერეზა ვალტერი.

ნახატის მესაკუთრე  სტივ ვინიმ, რომელიც შედევრს 12 წელი ფლობდა,   ბოლოს და ბოლოს დათანხმდა სტივენ ა.კოენისთვის მის მიყიდვას. თუმცა,   გარიგება დროებით შეჩერდა და კოენმა ნახატი საბოლოოდ, 55 მილიონ დოლარად შეიძინა,  გაცილებით ნაკლებ ფასად, ვიდრე თავდაპირველი შეთანხმება  იყო დადებული.

13. "ადელ ბლოხ-ბაუერ II-ის პორტრეტი" – გუსტავ კლიმტი –150 მილიონი დოლარი

ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სიაში მეცამეტე ადგილზეა გუსტავ კლიმტის კიდევ ერთი ნახატი.  ადელ ბლოხ-ბაუერის II-ის პორტრეტი“.   ბლოხ-ბაუერის  ორი პორტრეტიდან, ნაკლებად ცნობილია.

სამწუხაროდ, ორივე ნახატი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა მოიპარეს. თუმცა, საბედნიეროდ, შემდგომ  იპოვეს და გადასცეს ვენის ბელვედერის მუზეუმს.  მოგვიანებით, ნახატი ოპრა უინფრის საკუთრებაში აღმოჩნდა, რომელმაც შემდეგ უცნობ ჩინელ მყიდველს მიჰყიდა.

14. "ლუსიან ფროიდის სამი კვლევა" - ფრენსის ბეკონი - 142,4 მილიონი დოლარი

ფრენსის ბეკონმა დახატა ეს ნამუშევარი, სადაც გამოსახულია მისი მეგობარი და კონკურენტი ლუსიან ფროიდი. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ცნობილი ნახატი, რომელმაც საბოლოოდ, მიიპყრო ელეინ ვინის ყურადღება, რომელმაც 2013 წელს აუქციონზე იყიდა.  

15. "No. 5, 1948" – ჯექსონ პოლოკი – $140 მილიონი

თუ გაქვთ140 მილიონი დოლარი ინვესტიციისთვის, მაშინ ჯექსონ პოლოკის 1948 წლის ნახატი No5 ის შენაძენია, რომელშიც ამ ინვესტიციას დააბანდებთ.  

2006 წლის ნოემბერში პოლოკის ]No. 5, 1948 მსოფლიოს უძვირესი ფერწერული ტილო გახდა, როდესაც იგი აუქციონზე გაიყიდა უცნობი კოლექციონერისთვის  140 მილიონ დოლარად. ყოფილი მფლობელი იყო კინოპრიოდიუსერი დევიდ გეფენი. სავარაუდოდ,  ახალი მფლობელი წარმოშობით გერმანელი უნდა იყოს.

16. "ქალი III" -  ვილემ დე კუნინგი - 137,5 მილიონ დოლარ

1950-იანი წლების დასაწყისში ჰოლანდიელი ექსპრესიონისტის ვილემ დე კუნინგის მიერ დახატული Woman III 2006 წელს 137,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ის ადრე ინახებოდა ირანში, თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თუმცა,  ძალიან შეურაცხმყოფლად ჩათვალეს და ჩამოაგდეს.

2006 წელს   მილიარდერმა სტივენ ა. კოენმა ის თავისი პირადი კოლექციისთვის შეიძინა.

17. "ადელ ბლოხ-ბაუერ I-ის პორტრეტი" – გუსტავ კლიმტი – 5 მილიონი

სიაში შემდეგია „ქალბატონი ოქროში“ , შესრულებეული ავსტრიელი არტისტის გუსტავ კლმტის მიერ. ნახატი, რომელზეც ებრაელი ბანკირის ცოლია გამოსახული, რუსმა მილიარდელმა   რონალდ ლაუდერმა 2006 წელს ჰაყიდა.

ადელ ბლოხ ბაუერის პორტრეტი   ნიუ-იორკის Neue Galerie-ში გამოფინეს.

18. "კივილი" - ედუარდ მუნკი - 119.9 მილიონი

როცა ვსაუბრობთ ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრებზე, უნდა ვახსენოთ „კივილი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა.

არსებობს „კივილის“ ოთხი ვერსია, თუმცა, მილიარდელ ლეონ ბლექის მიერ 2012 წელს შეძენილი ნახატი ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა.

19. "წამოწოლილი შიშველი ქალის გამოსახულება ლურჯი ბალიშით" - ამადეო მოდილიანი -118 მილიონი

შემდეგია 1917 წლს შესრულებული ამადეო მოდილიანის ნამუშევარი. საუბარია, ერთ-ერთ მის „ქალის ნუდ პორტრეტზე“

წამოწოლილი შიშველი ქალის გამოსახულება ლურჯი ბალიშით შეისყიდა რუსმა მილიარდელმა დიმიტრი რიბოლოვლევმა 2012 წელს.

20. "უსათაურო" - ჟან-მიშელ ბასკია  -110.5 მილიონი დოლარი

გრაფიტის შემსრულებელი არტისტის  ჟან-მიშელ ბასკიას მიერ სპრეის საღებავიშექმნილ ნამუშევარ  - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თავის ქალის გამოსახულება,  2017 წელს 110.5 მილიონად გაიყიდა.

იაპონელმა მილიარდელმა 41 წლის იუსაკუ მაეზავამ „უსათაურო“ თავისი კოლექციისთვის შეიძინა.

არსებული ინფორმაციით, ერთი წლით ადრე ბასკიას სხვა ნამუშევარი ორჯერ უფრო იაფად იგივე პირმა იყიდა, რომელიც ბასკიას შემოქმდებისადმი მიღძვნილი მუზეუმის გახსნას გეგმავს.

აფროამერიკელი მხატვარი ჟან-მიშელ ბასკია ნიუ-იორკში 1960 წელს დაიბადა და 27 წლის ასაკში 1988 წელს ნარკოტიკების მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ჟან-მიშელ ბასკია საზოგადოებამ თავდაპირველად გაიცნო როგორც მხატვარი გრაფიტისტი, თუმცა მსოფლიოში სახელი ნეო-ექსპრესიონისტული ნამუშევრებით გაითქვა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს
მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს
ნეთიუ მილერი - თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს
არქივი