რატი ბრეგაძე - სახალხო დამცველის აპარატს 30 აპრილს გავუგზავნეთ კითხვები, რაზეც პასუხები არ მიგვიღია, ამის ნაცვლად, მივიღეთ შეთავაზება სამუშაო ფორმატში შეხვედრაზე, რასაც გადაწყვეტენ ექიმები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 09 მაისი 2022, 19:18

სახალხო დამცველის აპარატს 30 აპრილს გავუგზავნეთ წერილობითი კითხვებზე, რაზეც პასუხები არ მიგვიღია, ამის ნაცვლად, მივიღეთ შეთავაზება სამუშაო ფორმატში შეხვედრაზე, რასაც გადაწყვეტენ ექიმები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმე არის დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, პირველ რიგში, ხელისუფლებაა.

„30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს გავუგზავნეთ წერილობითი კითხვები. ეს კითხვები შედგენილი იყო არა ჩემი ან რომელიმე სხვა იურისტის, არამედ ექიმების მიერ. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია წერილობით დასმულ კითხვებზე წერილობითი პასუხები. ახლა ამ საკითხს გადაწყვეტენ ექიმები, იმიტომ, რომ ბუნებრივია, სტრატეგია იყო შემდეგნაირი და ეს განცხადებაშიც იყო. ვინმეს თუ აინტერესებს, შეუძლია, ნახოს, რომ გაგზავნილი იყო წერილობითი კითხვები, რაზეც უნდა მიგვეღო წერილობითი პასუხი. ამის ნაცვლად, მივიღეთ შეთავაზება, რომ შედგეს შეხვედრა. ამას გადაწყვეტენ ექიმები. თუ იქნება ამის საჭიროება, ეს შეხვედრაც შედგება. თუკი ვინმე არის დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, პირველ რიგში, ეს ვართ ჩვენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო, ასევე სახელმწიფო გააკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს კარგ მდგომარეობაში, ისევე როგორც ამას აკეთებენ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში.

ამასთან, ბრეგაძის თქმით, როდესაც ვინმე საუბრობს იმაზე, თითქოს იუსტიციის სამინისტრო ან სახელმწიფო უნდობლობას უცხადებს ექიმებს, ეს არის ტყუილი.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდობლობას ვუცხადებთ ექიმებს. ჩვენ დავსვით კითხვა. თუ უნდა ეს სახალხო დამცველს, როგორც ამბობენ, მათ აქვთ სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა, მაშინ მოვუწოდებ სახალხო დამცველს, გაასაჯაროონ ის წერილობითი კითხვები, რომლითაც მივმართეთ და მაშინ გახდეს ეს საზოგადოებისთვის ცნობილი და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ.

რაც შეეხება შეხვედრისა თუ არშეხვედრის საკითხს. არავის უთქვამს, რომ არ ვხვდებით. ჩვენ ვმოქმედებთ ამ შემთხვევაში სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის ჯანმრთელობა და რაც არის მისი, როგორც მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც გიპასუხეთ, სახალხო დამცველს ჩვენ მივმართეთ წერილობითი კითხვებით, რაზეც არ მიგვიღია წერილობითი პასუხი. ეს იყო ჩვენი მაშინდელი განცხადება. ჩვენი კითხვები შეეხებოდა მის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის არასაჯარო ნაწილს და ჩვენ მივმართეთ შესაბამისი ფორმით. თუ ეს უნდა სახალხო დამცველს, შეუძლია მას, გაასაჯაროოს ჩვენ მიერ დასმული კითხვები და იმსჯელოს შემდგომში სამედიცინო საზოგადოებამ. ჩვენ გვჭირდებოდა წერილობითი პასუხები. თუ ამაზე არ გაგვცეს პასუხი, ბუნებრივია, ჩვენი სამედიცინო პერსონალი და დეპარტამენტი იმსჯელებს იმაზე, რამდენად საჭიროა შეხვედრის ჩატარება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი