უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 14 მაისი 2022, 22:46

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მორიგი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ის რუსეთი ფედერაციის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ წარმატებაზე ინფორმაცია სამხედრო კორესპოდენტმა ანდრეი ცაპლიენკო „ტელეგრამ“ გვერდზე გაავრცელა.

„კიდევ ერთი სოფელია გათავისუფლებული ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩვენ ვიყავით პირველი ჟურნალისტები, რომლებიც აქ ჩვენს სამხედროებთან ერთად მოხვდნენ. ჯერჯერობით სოფლის დასახელებას არ ვასაჯაროვებთ. მაგრამ სახელმწიფო საზღვრამდე აქედან ასი მეტრია დარჩენილი“,- განაცხადა ცაპლიენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აპრილის ბოლოს რეპორტიორებს სთხოვა არ გაასაჯაროვონ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ახლად დაკავებული ადგილების შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი