გარემოს ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 24 მაისი 2022, 16:45
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მთივლიშვილმა, პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზინკემ და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისათვის“ (EU4EMBLAS) ექსპერტი ქიმიის მიმართულებით პიტერ ოსვალდი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოში წყლის მონიტორინგის განხორციელებაში ევროპული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი