ანდრია გვიდიანი: ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროპა ცოცხლებს გვინდა და არა მკვდრებს. სიკვდილით მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
164 17 ივნისი 2022, 17:01

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ "უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ", იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი ევროკომისიის დასკვნას. 

მისი თქმით მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა. 

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ "უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ", იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ევროკავშირის მიერ დადასტურებული კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო უკრაინასაც და მოლდოვასაც უსწრებს, თურმე არაფერს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს მსჯელობა მიუღებელთან ერთად, ამორალურიც არის. 
ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად "მოვკვდეთ";
ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება სიცოცხლეა;
ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის მშვიდობა ყველაზე დიდი ფასეულობაა;
ბოდიში, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოში სისხლი უკვე დაიღვარა;
ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროპა ცოცხლებს გვინდა და არა მკვდრებს!!!;
ბოდიში, მაგრამ სიკვდილით მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის;
P.S. - მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა. საქართველო აუცილებლად გამონახავს გზებს, რომ მშვიდობით (და არა სისხლით!!!) გახდეს ევროპის ღირსეული ნაწილი“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს
არქივი