იენს სტოლტენბერგი - პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 19 ივნისი 2022, 12:38

პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“,- თქვა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა აწარმოოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია იყო კიდევ ერთი პროვოკაცია ქართველი ხალხისთვის, როგორმე ქუჩაში გამოეყვანათ ოპოზიციის მხარდამჭერები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბის შეხვდა
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა
ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე: ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც
არქივი